პროექტის სახელწოდება: სკოლისკენ მიმავალი გზის ტროტუარების მოწესრიგება
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები დაასუფთავებენ გზის სავალი ნაწილის გასწვრივ მიმდებარე ტერიტორიას, გაასუფთავებენ, სარეველა ნარგავებისაგან, სხვა ზედმეტი ნივთებისაგან, რათა მოქალაქეებმა შეძლონ იქ მოძრაობა;
პროექტის აქტუალობა: პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი განხორციელების შემთხვევაში მოძრაობა გორგასლის ქუჩის მე-3 შესახვევში გახდება უსაფრთხო, მოსწავლეები ივლიან ტროტუარებზე და არა სავალ გზაზე, სადაც ერთდროულად მოძრაობენ როგორც მანქანები, ასევე ადამიანები.
პროექტის მიზნები: მოსწავლეთა და ზოგადად მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ესთეტიკური გარემოს შექმნა;
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი, მე-9- მე-10 კლასის მოსწავლეები;
ვადები/ხანგრძლივობა: 2013 წლის აპრილი-15 ივნისი;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გაიწმინდება ტროტუარები;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სამუშაო იარაღები( ხერხი, ნიჩაბი, ვედრო და სხვ.)
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები გაზომავენ ტერიტორიას, შეისწავლიან რა სამუშაოებია ჩასატარებელი...., შემდეგ მოემზადებიან სამუშაოდ, მიმართავენ დახმარებისათვის გამგეობას, დანიშნავენ სამუშაო დღეს, მედიის ინფორმირება...)
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): ქეთევან რეხვიაშვილი, სამოქალაქო განთლების მასწავლებელი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qeti.skola65@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://qetirekhviashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment